მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქისრდა

2020-06-19 15:48:33

მარნეულის ეგრედწოდებულ ძველ საავადმყოფოში, სადაც პედიატრიული კლინიკაა განთავსებული, ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი ამავე საავადმყოფოში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება.

პირი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის მკვიდრია.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, კლინიკაში ფაქტთან დაკავშირებით ინცინდენტი მოხდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ოფიცილურმა პირმა დაუდასტურა. წყარო გვიყვება, რომ ქალი თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

"ინფო რუსთავი" დეტალების დასაზუსტებლად მარნეულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელს, ეთერ ლაფერაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ტელეფონი რამდენჯერმე გაგვითიშა და ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.