ოპოზიციამ 6 ოლქში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.
ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში. გიორგი ვაშაძე - ისანში. ლევან ხაბეიშვილი - სამგორში. შალვა შავგულიძე კი მთაწმინდაზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, ის ნაძალადევში იყრის კენჭს.
ნათელაშვილის ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.
"მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები, რომელიც განსაზღვრას ქვეყნის მინიმუმ მომდევნო 10-15 წელიწადს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„ამ არჩევნებში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას და ასევე, უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება. სისტემური ცვლილება, სადაც სასამართლო არ იქნება დამორჩილებული პოლიტიკურ დაკვეთებს, სადაც პოლიცია არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული და სადაც ადამიანები იგრძნობენ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობით ჩვენ ამაში ჩვენს თანამოქალაქეებს დავარწმუნებთ და „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.