რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-06-19 11:06:34

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 12 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 12-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 5 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნა.