"ლელოს" გეგმები რუსთავში

2020-06-18 22:26:58

"უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც რუსთავში ისტორიულად ჩამოყალიბდა, უნდა გაცოცხლდეს, ამისათვის კი ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა", - ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" ექსკლუზიური ინტევიუსას "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. [ვიდეო/video]

ხაზარაძემ საინფორმაციო სააგენტოსთან რუსთავთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"იმისთვის, რომ რუსთავი გამოცხადდეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, აქ შემოღებული იქნება სპეციალური კანონდმებლობა. თუ ინვესტიცია შემოვა მრეწველობის მიმართულებით, პირველი გაჩერება იქნება რუსთავი. ჩვენ წინა ცხოვრებაში, როცა ვიყავით ბიზნესში, სწორედ ამას ვაკეთებდით და ვიცით, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, მოვიზიდოთ ინვესტიციები, ავამუშაოთ ფაბრიკა-ქარხნები და სწორედ ამას ვაკეთებთ ახლაც, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბით", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

 "ინფო რუსთავთან" ხაზარაძემ ქალაქში არსებული  მთავარი პრობლემები და მათი მოგვარების "ლელოსეული" ხედვები მიმოიხილა. როგორც "ლელოს" ლიდერმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რუსთავში მთავარი პრობლემები უმუშევრობა, გარემოს დაბინძურება და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილებაა.

ხაზარაძე საინფორმაციო სააგენტოსთან პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გზებზე საუბრობს.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები