19 ივნისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-06-18 16:42:19

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

19 ივნისს  11:00 საათიდან 17:00  საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: შარტავას, ლეონიძის, ქუთაისის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.