ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-06-18 11:52:46

ბოლნისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს ტოიოტას და ოპელის მარკის ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი, 56 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს უწყებამ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.