ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2017-05-13 11:55:05

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე დაახლოებით 11 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ოპელი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მაგისტრალზე გადაადგილება შეზღუდული არ არის.