რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-06-18 10:57:33

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 7 პაციენტის საკვლევი მასალა გაიგზავნა - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

ბახტაძის ინფორმაციით, 7-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 8 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს და პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.