თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება.
ერთ-ერთ შენობაში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კინოლოგები მუშაობენ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი