ჩაიკეტება თუ არა რუსთავი

2020-06-19 00:00:16

რამდენიმე დღეა საზოგადოებაში ვრცელდებაა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 20 ივნისს რეგიონები, მათ შორის რუსთავი და თბილისი ისევ დაიკეტოს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" მთავრობის ცხელ ხაზზე გადაამოწმა, სადაც განუცხადეს რომ ეს ინფორმაცია არის ცრუ და ამ ეტაპზე მსგავსი შეზღუდვა არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში შესვლა და რუსთავიდან გასვლა 15 აპრილს აიკრძალა, ხოლო ყველა სახის შეზღუდვა 14 მაისს მოიხსნა.