ინოვაციური გადაწყვეტები პოსტ COVID

2020-06-17 18:51:07

რუსთავის მერიაში, აიდიათონის -  ინოვაციური გადაწყვეტები პოსტ COVID ქალაქისთვის დასკვნითი, ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ინოვაციური პროექტები. ონლაინ შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე დაესწრნენ. საერთო ჯამში ღონისძიებას სხვადასხვა სექტორის  70 ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა , მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის თანამშრომლები.

პროექტი UNDP-ის ხელშეწყობით, რუსთავის მერიის, "რუსთავის ინოვაციების ჰაბის", Future Laboratory-ის და პლატფორმა "ორბელიანის" თანამშრომლობით ხორციელდება. აიდიათონის მიზანია, ახალგაზრდებთან, ადგილობრივ და კერძო ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშაოს, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები. 25 მაისიდან-12 ივნისამდე, 100-მდე რუსთაველმა მოსწავლემ, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდოლოგიის გამოყენებით, დისტანციურ რეჟიმში, Future Laboratory-ის 2-კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. ორი კვირის განმავლობაში, ახალგაზრდებმა შეიმუშავეს ინოვაციური იდეები, დაამუშავეს არსებული ინფორმაცია, გაწერეს ბიუჯეტი და მოამზადეს პრეზენტაციები.

აიდიათონზე წარმოდგენილი იქნა 13 ინიციატივა. ჟიურიმ ცამეტივე ინიციატივა მოიწონა. მათი განხორციელების პროცესის მხარდაჭერას რუსთავის მერია, "რუსთავის ინოვაციების ჰაბი", ფონდი "ორბელიანი" და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი უზრუნველყოფენ. გარდა  ამასა, მონაწილეებს დამატებითი თანხების მოძიების შესაძლებლობა ექნებათ ქრაუდფანდგის პლატფორმა orbelianimeti.ge-ის მეშვეობით.

იდიათონის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი. რუსთავის მერიის , რუსთავის ინოვაციების ჰაბის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, რუსთავში 2019 წლის ნოემბრიდან, რამდენიმე სკოლაში დაიწყო პროექტზე დაფუძნებული სწავლების (project based learning), საპილოტე პროგრამა, რომელსაც ახორციელებდა მომავლის ლაბორატორია. მიმდინარე წლის მარტში, მომავლის ლაბორატორიის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ კონფერენცია, სადაც პროგრამაში ჩართული სკოლების მასწავლებლებმა წარადგინეს პროექტები. კონფერენციას ესწრებოდა ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა. პრეზენტაციებში ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო რუსთავში არსებული პრობლემების გამოვლენასაა მათი მოგვარების ეფექტური გზების ძიებაზე. რუსთავის მერია და ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბი’’ ქალაქის ინოვაციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურ საქმიანობას აგრძელებენ.

ინფორმაციას თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერია ავრცელებს.