ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-06-17 10:58:20

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით წყალტუბოში მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 პირიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.