თბილისში 3 წლის ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა.
უბედური შემთხვევა დიდუბის რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით მცირეწლოვანი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.