რუსთავში მგზავრობა შესაძლოა გაძვირდეს

2020-06-17 00:01:07

1 ივლისიდან რუსთავში შიდასაქალაქო ტრანსპორტზე შესაძლოა მგზავრობის ფასი გაიზარდოს.

როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე ერთერთმა მძღოლმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მგზავრობის ფასის გაძვირებაზე საუბარი უკვე დაწყებულია მძღოლებს შორის.

ქალაქში გადასაადგილებლად მგზავრები ამ დროისთვის 50 თეთრს იხდიან. მძღოლის განცხადებით, ფასი 20 თეთრით მოიმატებს და 70 თეთრი გახდება.

მგზავრობის ფასის ზრდის მთავარ მიზეზად "ინფო რუსთავთან" საუბრისას მძღოლი ქვეყანაში პროდუქტებსა და ავტომობილის ნაწილებზე ფასის ზრდას ასახელებს.

ზოგიერთ მიკროავტობუსში მგზავრების გასაფრთხილებლად უკვე გამოკრულია განცხადება - "1 ივლისიდან მგზავრობა 70 თეთრი".

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შიდასაქალაქო ტრანსპირტზე ფასი რეგულირებადია და ამტკიცებს საკრებულო, ეს საკითხი არც კი განიხილება და ფასის  თვითნებურად გაზრდის შემთხვრვაში, თვითმმართველობა მიიღებს კანონით დადგენილ ზომებს.