ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც 6 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ბავშვი მამასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ.
არსებული ინფორმაციით მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: აჭარის ტელევიზია