რუსთავიდან მაღლივის მიმართულებით მოძრაობა აღდგება

2020-06-16 21:41:25

17 ივნისიდან, რუსთავიდან თბილისში, მაღლივის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს.

"რუსთავიდან მაღლივის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები მუშაობას 17 ივნისიდან განაახლებენ. პირველი მარშრუტი რუსთავიდან მაღლივის მიმართულებით დილის 07:00 საათზე შესრულდება. კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მგზავრებს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან"- აცხადებენ ინტერტრანსში.

შეგახსენებთ, რომ რუსთავიდან მაღლივის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა რამდენიმე დღე შეზღუდული იყო.