ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-06-16 15:21:38

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა.

სამივე ინფიცირებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალის პაციენტია.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 882 შემთხვევაა დადასტურებული.