იხურება თუ არა ლილოს ბაზრობა

2020-06-16 13:58:28

ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 20 ივნისს ლილოს ბაზრობა ისევ დაიხუროს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფო რუსთავი კომენტარისთვის ლილო-მოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. გიორგი ჩომახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

"ცრუ არის ეს ინფორმაცია, ჩვენთანაც გავრცელდა ჭორები ლილო-მოლის დახურვასთან დაკავშირებით, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება".

მისივე განცხადებით ლილო-მოლი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.