ვითარება რუსთავის ცხელების ზონაში

2020-06-16 10:35:42

რუსთავის ცენტრალური სავადმყოფოს ცხელების ზონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 8 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, პაციენტების ტესტების პასუხი ახალ კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი.

გუშინ სპეციალური რეისი შესრულდა და უცხოეთში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნეს, სწორედ აღნიშნული მგზავრები მოხვდნენ საკარანტინო სივრცეში და შემდეგ უკვე რუსთავის ცენტრალური სავადმყოფოს ცხელების ზონაში.