თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლი უკიდია შერეულ ბაზარს. ადგილზე 20-მდე სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟია მობილიზებული, ჯერჯერობით ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის ასევე უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ცეცხლის გაჩენის დროს ბაზრის ტერიტორიაზე ვინმე.
არის თუ არა ვინმე დაშავებული - ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუჟღერებია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელს. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის კერებთან ახლოს მდებარეობს ბენზინ-გასამართი სადგური, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.