კორონავირუსის ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-06-15 11:56:32

რუსთავის ცენტრალუირი სავადმყოფოს ცხელების ზონაში 82 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მამაკაცი ქვეყანაში სომხეთიდან შემოვიდა, რის შემდეგაც რუსთავის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

საკარანტინო სივრცეში კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ის ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ცხელების ზონაში განათავსეს, სადაც ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და დაუდასტურდა კიდეს. ინფიცირებული ახალქალაქის მცხოვრებია.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ, განუცხადა, ინფიცირებული მამაკაცი სამკურნალოდ მცხეთაში გადაიყვანეს.