ვითარება რუსთავის ცხელების ცენტრში

2020-06-15 10:51:33

რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში 6 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, პაციენტების ტესტების პასუხი ახალ კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 6 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნება.