სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა

2020-06-15 08:54:03

სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. მოძრაობა 5 მიმართულებით აღდგა.

კერძოდ: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი და ფოთი.

პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე შესრულდა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, მატარებლის ყველა შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი, ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა.