15-16 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 17 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
თბილისში 15-16 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 17-18 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 15 ივნისი +35°C, 16 ივნისი +36°C, 17 ივნისი +36°C, 18 ივნისი +35°C.