რუსთავის შემოსასვლელი გზა გადაკეტილია

2017-05-12 16:25:37

რუსთავის შემოსასვლელი გზა გადაკეტილია. ამის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აღნიშნულ მონაკვეთზე, დაზიანებული ასფალტის, ახალი საფარით ჩანაცვლება მიმდინარეობს. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის განცხადებით, საავტომობილო მიმოსვლო, რუსთავის შემოსასვლელში, დღის ბოლოს აღდგება.