ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-06-14 12:18:22

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.

ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მჯდომი 55 წლის მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა, ხოლო მეორე ავტომანქანის მძღოლი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შიგანაგან საქმეთა სამინისტროში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.