კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.
არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს კი ინფიცირებულებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში 21 საკვლევი მასალა ორი დღის წინ აიღეს. აქედან მხოლოდ ოთხი შემთხვევა დადასტურდა, დანარჩენი უარყოფითია.