საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია და ის ეროვნული ბანკის საცავში მუშაობდა.
ინფიცირებული მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 14 ფაქტი დასტურდება.
ბოლო მონაცემები კორონავირუსზე საქართველოში:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 851
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 702
მათ შორის გარდაცვლილი - 14
კარანტინის რეჟიმში - 2795
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3