დღეიდან პირბადეების ტარება სავალდებულოა

2020-06-13 13:51:33

დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით, თუ მოქალაქე წესს დაარღვევს, 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით.

პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.

ასევე შეზღუდულია 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალური ღონიძიებების თავშეყრასთან, ეს არის ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ. დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.