10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია.ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2 სამედიცინო პერსონალია, 5 - საკარანტინე სივრციდან, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კვლავ 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.