რუსთავში კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა [video]

2020-06-13 00:57:31

რუსთავში კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა, მაღალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულიდან 20 წლის მამაკაცი გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც კრიტიკული.