სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა.
„დრიმ თაუნის" მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.
ამ დროისთვის არსებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით დაკავებულია ერთი ადამიანი, თუმცა ქავთარაძის ქუჩაზე სამართალდამცავები ისევ მუშაობენ.
თუ რას უკავშირდება სპეცოპერაცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.