"ალდაგის" სამარშრუტო ხაზმა მუშაობა განაახლა

2020-06-12 16:38:17

რუსთავიდან თბილისში, აჭარის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა, ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია „ინტერტრანსში“ განუცხადეს.

რაც შეეხება შეთანხმებას გეგმიურ გადასახადთან დაკავშირებით, კომპანიაში აცხადებენ, რომ
რა შეთანხმებაც შედგა 3 დღის წინ კომპანიასა და მძღოლებს შორის დღიურ გადასახადთან დაკავშირებით ის შეთანხმება რჩება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.

მძღოლები ამბობდნენ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მგზავრთა ნაკადმა იკლო ამიტომ ისინი კომპანიისგან გეგმის კიდევ უფრო შემცირებას ითხოვდნენ.