ახალი ინიციატივა რუსთავს და რუსთაველებს

2020-06-12 15:56:19

რუსთავში, ქალაქის მერიის სხდომათა დარბაზში, რუსთავის მერიმა, რუსთავის ინოვაციების ჰაბსა და კომპანია სს „ფი ქეი ეფ კაიზენის“ თანამშრომლობთან ერთად მემორანდუმი გააფორმა.

თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეეწყოს ქალაქ რუსთავის რეინვენტარიზაციას და რევიტალიზაციას, რუსთავში Smart და active კონცეფციების დანერგვას.

თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სპორტული ღონისძიებების მსოფლიო პროგრამებში ქალაქის ჩართვაზე, ინოვაციური განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ეკოსისტემის, ქალაქში ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისების შექმნაზე.

"საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ეხება ტექნოლოგიური ჰაბის გაკეთებას, სადაც შეძლებენ არამხოლოდ მძიმემრეწველობის მოთამაშეები მონაწილეობას, არამედ მსუბუქ მრეწველობისიც. მწვანე ქალაქი მოიცავს ძალიან ბევრ ელემენტს, რომელიც საგრძნობლად გააიოლებს რუსთავის მოქალაქეების ცხოვრებას" - განაცხადა კომპანია სს „ფი ქეი ეფ კაიზენის“ მმართველმა პარტნიორმა დავით გვეტაძემ.

"საქართველოში ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის დაბალი დონეა. ძალიან მალე რუსთავი სამაგალითო გახდება მთელი საქართველოსთვის ამ კუთხით, ამიტომ ჩვენ რუსთავის მუნიციპალიტეტთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ ამ პრობლემის გადასაჭრელად. რუსთაველები უნდა ელოდონ სპორტული აქტიობების მრავალფეროვნებას, გარბენებს, ველოგარბენებს და უამრავ ღონისძიებას, რაც რუსთავში ცხოვრებას სასიხარულოს გახდის" - განაცხადა მოძრაობა "იყავი აქტიური საქართველოში" დირექტორმა ზურაბ ბოქოლიშვილმა.

"აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გაერთიანდა რამდენიმე მხარე და მოეწერა ხელი მემორანდუმს. რუსთავი არის ძალიან კარგი სივრცე ამისთვის, შესაბამისად აქ გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი თავისუფალი სივრცე სიახლეების დასაგეგმად " - განაცხადა განაცხადა რეზო ბარბაქაძემ.