მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2020-06-12 10:58:06

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში, მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.  

მათივე ცნობით, დედოფლისწყაროში, სოფელ საბათლოში, მეთევზე წყალში შევიდა და გაუჩინარდა. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც კახეთის სამშველო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები.