რუსთავის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

2020-06-12 10:29:56

რუსთავის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება.

პროცესი 12 ივნისს დღის 11:00 საათიდან დაიწყება და თავისუფალი ადგილების ამოწურვამდე გაგრძელდება. ონლაინ რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. კერძოდ:

1- ბაგის (2-3 წლ) ასაკის ბავშვთა რეგისტრაცია 11:00 საათზე დაიწყება.

2- 3-4 წლიანთა რეგისტრაცია 12:00 საათზე.

3- 4-5 წლიანთა ასაკის რეგისტრაცია 13:00 საათზე.

4- 5-6 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში მსურველთა რეგისტრაცია 14:00 საათზე.

რეგისტრაცია განხორციელდება რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტოს ვებგვერდის rustavikids.ge-ს საშუალებით.

ინფო რუსთავი გთავაზობთ იმ ბაგა–ბაღების ჩამონათვალს, სადაც ბავშვების დარეგისტრირებაა შესაძლებელი: (ვაკანტური ადგილების ნახვა ასევე შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ცხრილში)

2-3 წლიანებში ვაკანტური ადგილები:

N1 ფილიალი -25, N6 ფილიალი -20, N8 ფილიალი -16, N10 ფილიალი -24, N11 ფილიალი -19, N17 ფილიალი -21, N18 ფილიალი -21, N20 ფილიალი -22, N21 ფილიალი -18, N22 ფილიალი -17, N23 ფილიალი -21, N25 ფილიალი -60, N27 ფილიალი -75, N31 ფილიალი -40, N32 ფილიალი -60, N33 ფილიალი -40, N34ფილიალი -85, N36 ფილიალი -60, N37 ფილიალი -76, N40 ფილიალი -32, N41 ფილიალი- 61, N43 ფილიალი -38.

3-4 წლიანების ვაკანტური ადგილები:

N1 ფილიალი -31, N6 ფილიალი -1, N8 ფილიალი -5, N10 ფილიალი -38, N11 ფილიალი -10, N17 ფილიალი -44, N18 ფილიალი -55, N20 ფილიალი -6, N22 ფილიალი -40, N23 ფილიალი -48, N25 ფილიალი -33, N27 ფილიალი -44, N31 ფილიალი -76, N32 ფილიალი -34, N33 ფილიალი -42, N36 ფილიალი -35, N37 ფილიალი -38, N40 ფილიალი -56, N41 ფილიალი -45, N43 ფილიალი -43.

ცნობისთვის, რუსთავის მასშტაბით საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დღეის მდგომარეობით 2375 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.