რუსთავსა და გარდაბანს წყლის მიწოდება შეეზღუდება

2020-06-12 01:06:31

12 ივნისს, პარასკევს, დილის 10:00 საათიდან, 13 ივნისის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

რუსთავსა და გარდაბანს.

კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში, წყალმომარაგების ძირითად ობიექტებზე - ხრამის სათავე ნაგებობასა და სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაობის მიმდინარეობისას, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.