ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები

2020-06-13 00:34:58

მაისის თვეში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან, ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 215 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ძაღლის მიერ დაკბბენილი იყო 127, ხოლო კატის მიერ დაკბენილი 62 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან მიაწოდეს.

მართალია, შემთხვევების უმრავლესობა ძაღლებსა და კატებზე მოდის, თუმცა ფიქირდება ადამიანის სხვა შინაური და გარეული ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტებიც. ასევე, აღსანიშნავია, რომ შემთხვევები ფიქსირდება სახლის პირობებშიც.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.