არქეოლოგიური აღმოჩენები რუსთავის ციხესთან [video]

2020-06-14 13:09:30

რუსთავის ისტორიული ციხის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე რეასტავრაცია უტარდება ციხის ჩრდილოეთ ზღუდეს. [ვიდეო/video]

პარალელურად ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც VI-XIII საუკუნეებით დათარიღებული არტე-ფაქტები აღმოაჩინეს.

"არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ციხის რესტავრატორებთან ერთად. წელს ექსპედიციის ამოცანა გახლავთ, რესტავრატორებს მოვუმზადოთ ჩრდილოეთ ზღუდის როგორც შიდა, ასევე გარე მონაკვეთი. შესაბამისად, მუშაობა მოგვიწია ჩრდილოეთ უბანზე, ე.წ. მე-17 თხრილში, სადაც აღმოჩენილი იქნა 5 სამეურნეო ორმო, 3 თორნე, 1 ქვევრი შესაბამისი არქეოლოგიური მასალით. ესენია, მრავალფეროვანი და მრავალრიცხვოვანი თიხის ჭურჭელი, მინის სამაჯური და მძივები", - აცხადებს რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნაზი პაჭიკაშვილი.

მიდმინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და აღნიშნა, რომ დამატებითი თანხების მოძეიბა მოხდება ციხის შემდგომი მოვლა-პატრონობის მიზნითაც.

შეგახსენებთ, პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა, რომლის განხორციელებისთვის ფონდმა "ქართუმ" 100 000 ლარი გამოყო.ჯამში საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 124 000 ლარამდეა გათვალისწინებული.