რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-06-11 12:10:50

რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში 8 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 8-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეის მდგომარეობით, რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში 3 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნება, ტესტის პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.