"ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე"

2020-06-11 00:12:20

საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი დღის ბოლომდე არ გაზრდილა.

"დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 827

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 690

მათ შორის გარდაცვლილი - 13

კარანტინის რეჟიმში - 3230

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3