11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.
თბილისში 11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 ივნისი +34°C, 12 ივნისი +33°C, 13 ივნისი +33°C, 14 ივნისი +35°C.