რუსთაველ ველომოყვარულთა ინიციატივა [photo]

2020-06-10 23:09:54

რუსთაველ მამაკაცს, რომელსაც ველოსიპედი მოპარეს, საჩუქრად ახალი ველოსიპედი გადასცეს.

7 შვილის მამას, შალვა ლიპარიშვილს ველოსიპედისთვის საჭირო თანხა რუსთაველი მოქალაქეების დახმარებით ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთაველომ” შეუგროვა.

ინიციატივის ავტორი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი თვალიაშვილი იყო.

საჩუქარი შალვა ლიპარიშვილს ველომოყვარულებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.