7 წლის რუსთაველი ბავშვის, ნატალიას დასახმარებლად, რუსთავის მერიის წინ არსებულ ცენტრალურ მოედანზე საქველმოქმედო აქცია მოეწყო. საქველმოქმედო აქციას ორგანიზება ნატალიას თანასკოლელებმა გაუწიეს.
#28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცენტრალურ მოედანზე ღონისძიება გამართეს და საქველმოქმედო აქციაზე მისულ ადამიანებს სხვადასხვა მუსიკალური თუ საცეკვაო ნომერი შესთავაზეს. ასევე მოსწავლეებმა გასაყიდად გამოიტანეს საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები.
საქველმოქმედო აქციას შეუერთდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
შეგახსენებთ, 7 წლის ნატალიას უმძიმესი დიაგნოზი, ოსტეოგენური სარკომა დაუდგინდა. სარკომა სწრაფად პროგრესირებადია. ბავშვის მკურნალობა საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა კავშირში, სწორედ ამიტომ, ნატალიას დედა საზოგადოების დახმარებას ითხოვს.
"არც ერთი წამის დაკარგვა არ შეიძლება! უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გაქვთ დაგვეხმაროთ", - აცხადებს ნატალიას დედა "ინფო რუსთავთან" საუბარში.
თიბისი ანგარიში: GE95TB7767645064300011 მიმღები თამარ ალადაშვილი (დეიდა)
ლიბერთის ანგარიში: GE58LB0711173776535001 მიმღები თინათინ ალადაშვილი (დედა)