რუსთავში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შიდაკვარტალური გზებისა და ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 11 მისამართზე განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, უკვე 4 მისამართზე, დუმბაძის ქუჩაზე, ფიროსმანის ქუჩის #19-ისა და მაიაკოვსკის #6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მშენებელთა ქუჩის #42-ში შიდაკვარტალური გზბისა და ეზოების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.
"ინფო რუსთავი" ასევე გთავაზობთ დარჩენილი 7 მისამართის დეტალურ ჩამონათვალს.
რეაბილიტაცია განხორციელდება წერეთელის ქუჩაზე, წმინდა ნინოს ქუჩის #2-ში, ოდიშარიას ქუჩის #32, #33 და #34-ში. გარდა ამისა, დონეცკ-მეტალურგების ქუჩასა და გომელაურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა სანიაღვრე კოლექტორი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები წერეთლის ქუჩაზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოინახულა. როგორც ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის განხორციელებით მოგვარდება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პრობლემა, რაც მოსახლეობას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნიდა.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, პროექტის ღირებულება 1 323 000 ლარია. სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება.