როდის დასრულდება #34 ბაღის რეაბილიტაცია

2020-06-10 16:29:50

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მე-7 მიკრორაიონში არსებული #34 ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

მერის ინფორმაციით, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და #34 ბაგა-ბაღი, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი, აღსაზრდელების მიღებას ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს.

"მთავარი ის არის, რომ ამ ბაღში ათწლეულების განმავლობაში იყო მოუგვარებელი პრობლემა. ფაქტიიურად უფუნქციოდ იყო დარჩენილი სააღმზრდელო დაწესებულება და თუ გავითვალსწინებთ აქ მცხოვრებლების რაოდენობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამ ბაღის რეაბილიტაცია. ვფიქრობ, სამართლიანად გადაწყდა პროცესები. საზოგადოებამ იცის, რომ ამ შენობაში ცხოვორბდა ორი ოჯახი, რომლებიც დაკმაყოფილებულები არიან საცხოვრებელი ფართებით", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ბაგა-ბაღში 6 ჯგუფის ფუნქციონირება იქნება შესაძლებელი. პროექტის განსახორციელებლად თითქმის 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.