ხანძარი რუსთავში

2020-06-10 12:02:37

რუსთავის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.

ადგილზე გამოძახებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

მოსახლეობა ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობს.