რუსთავში ქვეწარმავალი ნახეს

2020-06-12 00:03:17

რუსთავში, XI მიკრო-რაიონში ადგილობრივებმა გველი ნახეს.

თვითმხილველი საიფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს რომ, ქვეწარმავალი ძალიან აგრესიული იყო და ხალხის დაკბენას ცდილობდა.

მისივე თქმით, გველი ეზოში მყოფმა მამაკაცებმა მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიში და გამოიძახოთ ჯგუფი რომელიც მათ გაუვნებელყოფაში დაგეხმარებათ. სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.