10 ივნისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-06-09 17:16:47

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს 14:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში აზოტის, ჯავახიშვილის, მშენებელთა, ცურტაველის, თბილისის, მშვიდობის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.