რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი დაფიქსირდა

2020-06-09 11:06:39

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.

22 წლის გოგო, რომელიც სომხეთში სწავლობდა, რუსთავის ცხელების ცენტრში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა პაციენტი თბილისში შესამაბმის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.